ინგრედიენტები
ძირი
1 ჭიქა დაფშვნილი ორცხობილა (უკეთესია ჯანჯაფილის ანუ კოჭას ორცხობილები)
½ ჭიქა მოხალული წვრილად დაჭრილი (დაჩოფერებული) ნიგოზი
50 გრამი კარაქი (გამდნარი)
2 ს/კ ყავისფერი შაქარი
შიგთავსი
230 გრ კრემ-ყველი
¾ ჭიქა ყავისფერი შაქარი
1 ცალი კვერცხი
კოვზის წვერით დარიჩინი, ჯავზი(მუსკატი), ილი (თანაფარდობა 4:2:1)
ვაშლის ტოპინგი
1.3 კგ მაგარი ვაშლი (გათლილი და ნახევარმთვარეებად დაჭრილი)
1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1 ს/კ კარაქი
2 ს/კ ვაშლის ჟელე/კონფიტური
მომზადების წესი
- მოამზადეთ ძირი: ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ. ჯამში კარგად აურიეთ ორცხობილა დანარჩენ ინგრედიენტები. 22 სმ დიამეტრის ტარტის ფორმას მსუბუქად მოუსვით ცხიმი (მაგ. მარგარინი). ჩაპრესეთ ორცხობილის მიქსი ძირზეც და გვერდებზეც.
- მოამზადეთ შიგთავსი: მიქსერით გათქვიფეთ ყველი, დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, და სუნელები. კარგად რომ გაითქვიფება გადაიტანეთ ორცხობილის ძირზე და სპატულათი თანაბრად გადაანაწილეთ.
- მოათავსეთ ფორმა ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი. შემდეგ ბოლომდე გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. და შედგით მაცივარში 8-12 საათით.
- მოამზადეთ ტოპინგი: ვაშლები და შაქარი კარგად აურიეთ ჯამში. ტაფაზე გაადნეთ 1 ს/კ კარაქი და შებრაწეთ ვაშლები გაოქროსფერებამდე, დაახლოებით 16-18 წუთი. ხშირად ურიეთ. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და გააგრილეთ ვაშლები ბოლომდე.
- გამოიღეთ მაცივრიდან ჩიზქეიქი და ზემოდან სურვილისამებრ დეკორატიულად გადაანაწილეთ ვაშლები.
- მიკროტალღურ ღუმელში შედგით ვაშლის ჟელე 1 ს/კ წყალთან ერთად და 20 წამით მაღალ ტემპერატურაზე გაადნეთ. (მიკროტალღური ღუმელის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა სოუსის ქვაბი, და ცეცხლზე გაადნოთ ჟელე.) ფუნჯით გადაუსვით ჟელეს ნახევარი ვაშლებს.
- ღუმელი გაახურეთ ზედა სიმხურვალეზე. შედგით ნამცხვარი ზედა თაროზე (სიმხურვალეს დაახლოებით 12-14 სმ უნდა აშორებდეს). ბრაწეთ დაახლოებით 2-3 წუთი, სანამ ვაშლები გაყავისფრებას დაიწყებს. გამოიღეთ ნამცხვარი, გადაუსვით დანარჩენი ჟელე და შედგით მაცივარში 1 საათით და შემდეგ მიირთვით!