რეცეპტები
მსხლის და პარმეზანის სალათი

მსუბუქი, საგაზაფხულო და სასარგებლო! ამ კერძს სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ!

მსხლის და პარმეზანის სალათი

ინგრედიენტები

1 კონა რუკოლას ფურცლები

1 კონა სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლები

2 ცალი მსხალი

1/3 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი

დრესინგი

1 ს/კ ზეითუნის ზეთი

1,5 ს/კ წითელი ღვინის ძმარი

2 ჩ/კ თაფლი

1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი

 

მომზადების წესი:

 

  1. მსხალი თხლად დაჭერით, სალათის ფურცლები ხელით დაანაკუწეთ. მოათავსეთ ყველთან ერთად ჯამში.

  2. ცალკე კონტეინერში აურიეთ დრესინგის ინგრედიენტები, დააფარეთ თავსახური და კარგად აურიეთ. მოასხით სალათს და ამოურიეთ.