რეცეპტები
მსხლის და შოკოლადის ტარტი

ამ ნამცხვრისთვის შეგიძლიათ მზა ფენოვანი ცომი გამოიყენოთ, ამიტომაცაა ის მარტივი მოსამზადებელი. ცომი კარაქზე დამზადებული თუ იქნება ტარტი გაცილებით გემრიელი გამოვა!

მსხლის და შოკოლადის ტარტი

ინგრედიენტები

75 გრ. შაქარი

2 ს/კ კაკაო

80 გრ ნიგოზი

50 გრ შავი შოკოლადი

80 გრ კარაქი

1 კვერცხი

375 გრ ფენოვანი ცომი

2 ცალი მაგარი მსხალი

2 ჩ/კ ფქვილი

1/4 ჩ/კ ვანილი

ცოტა გარგრის ჯემი ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი

  1. ჩოფერში მოათავსეთ 55 გრ შაქარი, კაკაო და ნიგოზი, კარგად დააჩოფერეთ რომ ნიგოზი დაიფქვას. დაუმატეთ შოკოლადი, 60გრ.  კარაქი და კვერცხი. აჩოფერეთ სანამ ერთგვაროვანი სოუსი გახდება.
  2. ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე.  ფენოვანი ცომი მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და ამოჭერით 24 სმ დიამეტრის წრე ფორმის დახმარებით. შემდეგ ცომს უფრო პატარა (21 სმ დიამეტრის) ფორმა დაადეთ და ჩააჭირეთ რომ მონიშნოთ “საზღვარი” შიგთავსის დასაწყობად. შედგით ცომი საყინულეში.
  3. მსხლები გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, დარჩენილი შაქარი და მსხალი, მოაყარეთ ვანილი და ხელით ამოურიეთ.
  4. შოკოლადის მიქსტურა გადაანაწილეთ ცომის ცენტრში შემოსაზღვრულ წრეში. ზემოდან მჭიდროდ გადაანაწილეთ მსხლის ნაჭრები. დანარჩენი 20 გრამი კარაქი გაადნეთ და ფუნჯით გადაუსვით მსხლებს.
  5. მოათავსეთ ტარტი ღუმელში და 15 წუთი აცხვეთ. შემდეგ დაუწიეთ 190 გრადუსამდე დ კიდევ 25 წუთი აცხვეთ. თუ გვერდები ძალიან გაუყავისფრდა გადააფარეთ ალუმინის ფურცელი. კარგად რომ გაოქროსფერდება გამოიღეთ და 10 წუთი დააცადეთ გაგრილება.
  6. გარგრის ჯემი შეათბეთ და ფუნჯით გადაუსვით ნამცხვარს. მიირთვით თბილი.