რეცეპტები
ვაშლის ჩიზქეიქი

მსუბუქი და მარტივად მოსამზადებელი ჩიზქეიქი ვაშლის ტოპინგით! აუცილებლად შეგიყვერდებათ!

ვაშლის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები

ძირი

1 ჭიქა დაფშვნილი ორცხობილა (უკეთესია ჯანჯაფილის ანუ კოჭას ორცხობილები)

½ ჭიქა მოხალული წვრილად დაჭრილი (დაჩოფერებული) ნიგოზი

50 გრამი კარაქი (გამდნარი)

2 ს/კ ყავისფერი შაქარი

შიგთავსი

230 გრ კრემ-ყველი

¾ ჭიქა ყავისფერი შაქარი

1 ცალი კვერცხი

კოვზის წვერით დარიჩინი, ჯავზი(მუსკატი), ილი (თანაფარდობა 4:2:1)

ვაშლის ტოპინგი

1.3 კგ მაგარი ვაშლი (გათლილი და ნახევარმთვარეებად დაჭრილი)

1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი

1 ს/კ კარაქი

2 ს/კ ვაშლის ჟელე/კონფიტური

მომზადების წესი

  1. მოამზადეთ ძირი: ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ. ჯამში კარგად აურიეთ ორცხობილა დანარჩენ ინგრედიენტები. 22 სმ დიამეტრის ტარტის ფორმას მსუბუქად მოუსვით ცხიმი (მაგ. მარგარინი). ჩაპრესეთ ორცხობილის მიქსი ძირზეც და გვერდებზეც.
  2. მოამზადეთ შიგთავსი: მიქსერით გათქვიფეთ ყველი,  დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, და სუნელები.  კარგად რომ გაითქვიფება გადაიტანეთ ორცხობილის ძირზე და სპატულათი თანაბრად გადაანაწილეთ.
  3. მოათავსეთ ფორმა ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი. შემდეგ ბოლომდე გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. და შედგით მაცივარში 8-12 საათით.
  4. მოამზადეთ ტოპინგი: ვაშლები და შაქარი კარგად აურიეთ ჯამში. ტაფაზე გაადნეთ 1 ს/კ კარაქი და შებრაწეთ ვაშლები გაოქროსფერებამდე, დაახლოებით 16-18 წუთი. ხშირად ურიეთ. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და გააგრილეთ ვაშლები ბოლომდე.
  5. გამოიღეთ მაცივრიდან ჩიზქეიქი და ზემოდან სურვილისამებრ დეკორატიულად გადაანაწილეთ ვაშლები.
  6. მიკროტალღურ ღუმელში შედგით ვაშლის ჟელე 1 ს/კ წყალთან ერთად და 20 წამით მაღალ ტემპერატურაზე გაადნეთ. (მიკროტალღური ღუმელის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა სოუსის ქვაბი, და ცეცხლზე გაადნოთ ჟელე.) ფუნჯით გადაუსვით ჟელეს ნახევარი ვაშლებს.
  7. ღუმელი გაახურეთ ზედა სიმხურვალეზე. შედგით ნამცხვარი ზედა თაროზე (სიმხურვალეს დაახლოებით 12-14 სმ უნდა აშორებდეს). ბრაწეთ დაახლოებით 2-3 წუთი, სანამ ვაშლები გაყავისფრებას დაიწყებს. გამოიღეთ ნამცხვარი, გადაუსვით დანარჩენი ჟელე და შედგით მაცივარში 1 საათით და შემდეგ მიირთვით!