რეცეპტები
მსხლისა და კურაგის ტარტი

ეს ნამცხვარი ნამდვილად დაიმსახურებს თქვენი ოჯახის წევრების სიყვარულს! რაც მთავარია, ძალიან მარტივი მოსამზადებელია!

მსხლისა და კურაგის ტარტი

ინგრედიენტები

120 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის

½ ჭიქა ნუში

½ ჭიქა შაქარი

1 დიდი კვერცხი

1 ჭიქა ფქვილი

½ ჩ/კ საცხობი ფხვნილი

½ ჩ/კ მსხვილი მარილი

2 მსხალი

1/2/ ჭიქა კურაგა

1 ს/კ ლიმონის წვენი

¼ ჭიქა გარგრის ჯემი

მომზადების წესი

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 20 სმ დიამეტრის ტარტის ფორმას მოუსვით კარაქი (სასურველია ფორმას ძირი ეხსნებოდეს)
  2. ჩოფერში კარგად დააქუცმაცეთ ნუში და შაქარი . დაუმატეთ კარაქი, კვერცხი და გათქვიფეთ კარგად. დაუმატეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, მარილი და კიდევ დაატრიალეთ სანამ რბილ ცომს მიიღებთ.
  3. ცომი გადაანაწილეთ ფორმაში.
  4. მსხალი გათალეთ, ოთხად გაჭერით, და მოათავსეთ პატარა ჯამში კურაგასთან, ლიმონის წვენთან და კიდევ ერთ კოვზ შაქართან ერთად. კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ ცომზე.
  5. აცხვეთ სანამ მსხალი დარბილდება და ნამცხვრის ცენტრი მაგარი იქნება, დაახლოებით 50-60 წუთი. თუ ნაპირები ძალიან გაუყავისფრდა დააფარეთ ფოლგა.
  6. პატარა ჯამში აურიეთ ჯემი და 1 ს/კ წყალი და თბილი ტარტს გადაუსვით ფუნჯით. დააცადეთ რომ კარგად გაგრილდეს სანამ ტაფიდან ამოიღებთ.