რეცეპტები
მსხლისა და ღვინის ნამცხვარი

ღვინის სოუსი და მსხალი ძალიან პიკანტურ არომატს ქმნის! თუ თქვენი სტუმრების გაკვირვება გსურთ, ეს სწორედ ის რეცეპტია რაც თქვენ გჭირდებათ!

მსხლისა და ღვინის ნამცხვარი

ნამცხვრის ცომი

3 ს/კ შაქარი

1 ½ ჩ/კ მსხვილი მარილი

3 ჭიქა ფქვილი

170 გრამი კარაქი ოთახის ტემპერატურის კუბებად დაჭრილი

50 გრამი  მარგარინი ოთახის ტემპერატურის, კუბებად დაჭრილი

2 ცალი კვერცხის გული

1 ჩ/კ ვაშლის ძმარი

 

შიგთავსი

¾ ჭიქა შაქარი

2 ს/კ ქორფა როზმარინი წვრილად დაჭრილი

1 ¾ ჭიქა წითელი მაჭრალი ღვინო

30 გრამი კარაქი

5 ჩ/კ სიმინდის კრახმალი

½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი

5 ჩ/კ ფქვილი

1 ჩ/კ ვანილი

½ ჩ/კ მარილი

1300 გრამი მწიფე მსხალი გათლილი და თხლად დაჭრილი

1 დიდი კვერცხი

3 ს/კ შაქარი

 

მომზადების წესი

 

ცომის მომზადება
  1. ჩოფერში დაატრიალეთ (ან ხელით აურიეთ დიდ ჯამში) შაქარი, მარილი და 3 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ კარქი და მარგარინი და ურიეთ (ან ხელით თითებში ზილეთ) სანამ მსხვილი ქვიშისებრ მასას მიიღებთ. (ჩოფერიდან გადაიტანეთ დიდ ჯამში)
  2. ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული, ძმარი, და ნახევარი ჭიქა ცივი წყალი. ნახევარი მასა დაუმატეთ ფქვილს.  და ჩანგლით შეათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი და ისევ ნაზად შეაზილეთ ჩანგლით.
  3. ცომი გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე, ოდნავ დააბრტყელეთ და ოთხად გაჭერით. ცომის ნაჭრები ერთამანეთზე მოათავსეთ და ჩაზილეთ. გაიმეორეთ ეს პროცესი კიდევ ორჯერ. ასე ცომი უნდა გახდეს ერთგვაროვანი. შემდეგ დააბრტყელეთ დაახლოებით 3 სმ სისქის 2 დისკოდ, გადაახვიეთ შესაფუთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით. (ცომი შეგიძათ 2 დღით ადრე მოამზადოთ და მაცივარში გქონდეთ)

 

შიგთავსის მომზადება
  1. 1,5 ჭიქა ღვინო, შაქარი და როზმარინი მიიყვანეთ ადუღებამდე, და მუდმივი მორევით ადუღეთ სანამ დაახლოებით 2/3 ჭიქაზე დაიკლებს, დაახლოებით 5-8 წუთი.
  2. წვრილ საწურზე გადაწურეთ პატარა ჯამში და დაუმატეთ კარაქი, თან მუდმივად თქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი სიროფი გამოვიდეს
  3. ათქვიფეთ კრახმალი, დარიჩინი, 5 ს/კ ფქვილი და დარჩენილი ¼ ჭიქა ღვინო პატარა ქვაბში და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. მუდმივი მორევით ამზადეთ სანამ კშესქელდება, დაახლოებით 1 წუთი. ნელ-ნელა ჩაამატეთ სიროფი თან ურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ვანილი და მარილი. აცადეთ გაგრილება 30 წუთით
  4. ღუმელის ცხაური მოათავსეთ ქვედა მესამედში, და გაახურეთ 190 გრადუსზე.
  5. მსხალი და ღვინის სოუსი მოათავსეთ დიდ ჯამში.
  6. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, ერთი დისკო გააბრტყელეთ 35 სმ დიამეტრზე (22 სმ დიამეტრის ფორმისთვის). ჩააფინეთ ცომი ფორმაში, დააცადეთ რომ კარგად ჩაჯდეს, შემდეგ ზედმეტად გადმოშვერილი ნაპირები შემოაჭერით. შიგთავსი მოათავსეთ ცომზე და ცოტა ხნით მაცივარში შედგით.
  7. ამასობაში მეორე დისკოც გააბრტყელეთ 35 სმ დიამეტრზე. შემდეგ ბასრი დანით დაჭერით 2 სმ სიგანის ზოლებად.
  8. გამოიღეთ ნამცხვარი და ზემოდან ჯერ 60 ზოლი დაადეთ (დაახლ. 2 სმ-ის დაშორებით) შემდეგ ჯვარედინად დანარჩენი 6 ზოლი. 
  9. ნაპირებზე ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და ზოლები შეაწებეთ ნაპირს. ზედმეტი მოაჭერით და გადმოკეცეთ, რომ კარგად შეწებდეს. გადაუსვით გათქვეფილი კვერცხი, მოაფრქვიეთ შაქარი და შედგით საყინულეში 15 წუთით.
  10. შედგით ნამცხვარი ღუმელში, და აცხვეთ 30 წუთი . შემდეგ შემოაბრუნეთ, დაუწიეთ 180 გრადუსზე და გააგრძელეთ ცხობა. თუ გვერდები ძალიან გაუყავისფრდა დააფარეთ ფოლგა. კიდევ 60 – 75 წუთი აცხვეთ. შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე და დააცადეთ მინიმუმ 4 საათი რომ გაგრილდეს სანამ დაჭრით.