რეცეპტები
ვაშლის სოუსი

ვაშლის ეს უგემრიელესი სოუსი შეგიძლიათ მაცივარში 5 დღე შეინახოთ!

ვაშლის სოუსი

ინგრედიენტები:

2 კგ ვაშლი (გალა ან ბრებერნი)

1/4 ჭიქა ლიმონის წვენი (2 ლიმონისგან გამოწურული)

3 ს/კ ყავისფერი შაქარი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

  1. ვაშლები გათალეთ და დაჭერით მომცრო ნაჭრებად
  2. ქვაბში მოათავსეთ ვაშლები, ლიმონის წვენი და 1,5 ჭიქა წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე მაღალ ცეცხლზე, შემდგომ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ სანამ ვაშლი ჩაიშლება, დაახლოებით 25 წუთი
  3. კარგად გათქვიფეთ ხელის ან ელექტრო მიქსერით, შეგიძლიათ დააბლენდეროთ. აქვე დაუმატეთ შაქარი თუ სურვილი გაქვთ.
  4. გააგრილეთ და გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში შესანახად