რეცეპტები
ვაშლის ბრაუნი

ბრაუნი ასეთი მსუბუქი და სურნელოვანი არასდროს ყოფილა!

ვაშლის ბრაუნი

ინგრედიენტები:

1 შეკვრა (200 გრ) კარაქი

1 ჭიქა ფქვილი

1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი

1/2 ჩ/კ საცხობი ფხვნილი 

1/2 ჩ/კ მარილი 

1/4 ჩ/კ სოდა  

1 ჭიქა შაქარი

1 ც. კვერცხი 

1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი

2  ცალი მოზრდილი ვაშლი (სასურველია ტკბილი და მაგარი ვაშლი) 

მომზადების წესი

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ტაფას კარგად მოუსვით კარაქი. (დაგჭირდებათ დაახლოებით 30სმ x 20სმ. ზომის ტაფა) 
  2. საშუალო ზომის ჯამში აურიეთ ფქვილი, დარიჩინი, საცხობი ფხვნილი, მარილი, სოდა. ცალკე ჯამში მიქსერით კარგად გათქვიფეთ კარაქი, შაქარი და კვერცხი. ვაშლი გათალეთ, ამოაცალეთ შუაგული და დაჭერით მომცრო კუბებად. კარაქის მასას დაუმატეთ ნიგოზი და ვაშლი და ხელით ამოურიეთ. დაუმატეთ ფქვილის ნარევი და შეაზილეთ კარგად.
  3. მიღებული ცომი გადაიტანეთ ტაფაში, და აცხვეთ გაოქროსფერებამდე, დაახლოებით 40 წუთი. შემდეგ ნამცხვარი გადაიტანეთ ცხაურზე და გააგრილეთ 30 წუთით. შემდეგ კი დაჭერით 12 ნაჭრად.