ინგრედიენტები:
2 ჭიქა ფქვილი
1 ჩ/კ სოდა
1/2 ჩ/კ ფაფქული მუსკატის კაკალი
1/2 ჩ/კ მარილი
მწიკვი დაფქული მიხაკი
1/2 ჭიქა (1 შეკვრა) უმარილო კარაქი, ოთახის ტემპერატურის
1 ჭიქა ყავისფერი შაქარი
2 ცალი მოზრდილი კვერცხი
3 ს/კ რძე
1 ცალი ვაშლი (გათლილი, გულგამოცლილი, და წვრილად დაჭრილი)
1 ჭიქა ქიშმიში
3/4 ჭიქა დაფხვნილი შაქარი
მომზადების წესი
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- საშუალო ჯამში აურიეთ ფქვილი, სოდა, მუსკატი, მარილი და მწიკვი მიხაკი.
- დიდ ჯამში მიქსერით გათქვიფეთ კარაქი და ყავისფერი შაქარი, სანამ მსუბუქ, ფუმფულა მასას მიიღებთ. დაუმატეთ თითო-თითოდ კვერცხი. მიქსერი გადაიყვანეთ დაბალ სიმძლავრეზე და შეათქვიფეთ ნახევარი ფქვილის ნარევი, შემდეგ რძე და ისევ ფქვილი. თქვიფეთ სანამ შეეზილება.
- რეზინის სპატულათი გაურიეთ ქიშმიში და ვაშლი ცომში. დაყავით ცომი 2 სუფრის კოვზის ზომის გუნდებად, და 2 საცხობ ქაღალდზე გაადნაწილეთ. აცხვეთ სანამ გვერდები გაუმაგრდება, დაახლოებით 14 წუთი. ცხობისას ქაღალდები ერთხელ შემოაბრუნეთ. შემდეგ ორცხობილები გააგრილეთ ცხაურზე.
- პატარა ჯამში გათქვიფეთ შაქრის ფხვნილი, და 1 ს/კ წყალი, მიღებული მასა ორცხობილებს წვრილად მოასხით სუფრაზე მიტანამდე.