ინგრედიენტები:
ცომისთვის
360 გრამი ფქვილი
3 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი მსხვილი მარილი
250 გრამი კარაქი ოთახის ტემპერატურის
90-120 მლ ცივი წყალი
ცოტა რძე ზემოდან გადასასმელად.
შიგთავსისთვის
2,2 კგ, დაახლოებით 10 ცალი დიდი ზომის ვაშლი (გათლილი და ნახევარწრეებად დაჭრილი)
70 გრ. შაქარი
2 ს/კ ყავისფერი შაქარი
1 ½ ს/კ ლიმონის წვენი
½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
½ ჩ/კ მსხვილი მარილი
1 ½ ს/კ სიმინდის კრახმალი
მომზადების წესი
- მოამზადეთ ცომი - ჯამში აურიეთ ფქვილი, 2 ს/კ შაქარი და მარილი. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარაქი და თითებით შეაზილეთ. მოასხით 6 ს/კ ცივი წყალი და ჩანგლით ათქვიფეთ, თუ საჭიროა დაამატეთ 1-2 კოვზი წყალი. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ და სამჯერ ჩაზილეთ. ზედმეტი ზელვა არ სჭირდება. მოაგუნდავეთ ცომი და ორ ნაწილად გაყავით (ერთი დიდი და ერთი პატარა). ოდნავ დააბრტყელეთ დისკოს ფორმაზე, ცელოფანში გადაახვიეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით. (ცომი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და 5 დღე მაცივარში შეინახოთ. ან 3 თვემდე გაყინოთ და წინა დღეს მაცივარში გამოალღოთ.)
- გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი: სქელძირიან ქვაბში საშუალო ცეცხლზე მოამზადეთ ვაშლი, შაქართან, ყავისფერ შაქართან, ლიმონის წვენი, დარიჩინი და მარილი. ურიეთ სანამ ოდნავ შერბილდება, დაახლოებით 10 წუთი. ზედმეტად არ ჩაგეშალოთ ვაშლი
- გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კრახმალი და მოურიეთ. გადაიტანეთ ვაშლი ღუმელის ტაფაზე და შედგით საყინულეში 15 წუთით, რომ გაგრილდეს.
- ამასობაში გამოიღეთ ცომი, და ორ საცხობ ქაღალდს შორის და გააბრტყელეთ დაახლოებით 30 სმ დიამეტრზე (22 სმ დიამეტრის ფორმისთვის). ააცალეთ საცხობი ქაღალდი და ჩააფინეთ ფორმაში, ააცალეთ მეორე ქაღალდიც. მეორე დისკო გააბრტყელეთ 25 სმ დიამეტრზე და დროებით გადადეთ.
- გამოიღეთ ვაშლები საყინულედან და გადაანაწილეთ ცომზე (გამოსულ წვენთან ერთად) შემდეგ პატარა ცომს ააცალეთ ქაღალდი დააფინეთ ნამცხვარს, და ზედა ქაღალდიც ააცალეთ. ქვედა ცომის ზედმეტი ნაწილი (დაახლოებით 2 სმ ) გადმოუკეცეთ და შეაწებეთ. ზედა ცომი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით ბასრი დანით, რომ ორთქლი ამოვიდეს. ნამცხვარს ფუნჯით გადაუსვით რძე და მოაფრქვიეთ შაქარი.
- ნამცხვარი მოათავსეთ ღუმელის ტაფაზე და შედგით ღუმელის ქვედა თაროზე 10 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ღუმელს 180 გრადუსზე და აცხვეთ კიდევ 40-50 წუთი, სანამ კარგად გაოქროსფერდება. სანამ სუფრასთან მიიტანთ დააცადეთ რომ შეგრილდეს მინიმუმ 45 წუთი.