კომპანიის შესახებ

"პომონო" კომპანია ჩირინას ახალი ბრენდია, რომლის სახელითაც 2015 წლიდან ქართულ ბაზარზე გამოვა 10 ჯიშის ვაშლი და 2 ჯიშის მსხალი!

ჰოლანდიური და გერმანული ჯიშის ვაშლისა და მსხლის ნერგები გაშენებულია კომპანია ჩირინას ფერმერულ კომპლექსში, სოფელ მარტყოფის მიმდებარედ. ჯიშების ჩამონათვალი და აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ პროდუქციის კატალოგში.

პომონოს ხილის წარმოება ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება:

  • ხილის მოყვანა
  • ხილის შენახვა და სორტირება

 

ხილის მოყვანა

ჩვენმა კომპანიამ ჰოლანდიიდან და გერმანიიდან შემოიტანა 10 ყველაზე პოპულარული ჯიშის ვაშლისა და მსხლის 2 ჯიშის ნერგი, აღჭურვილი საერთაშორისო საპატენტო ცნობითა და ვირუსთავისუფალი სერთიფიკატით. ეს საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს. ქართველ მომხმარებელს პირველად მიეცა საშუალება შეიძინოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხილი, რომელიც ქართულ მიწაზე, ყოველგვარი ქიმიური სასუქისა და  შეწამვლის გარეშე მოგვყავს!

  • ბაღში სასუქად ვიყენებთ ქათმის გადამუშავებულ ნაკელს, რომელსაც ვიღებთ ჩვენი კომპანიის მეფრინველეობის კომპლექსიდან (ბიუბიუ) და სასუქად ვამუშავებთ.
  • რაც შეეხება მცენარეთა დაცვას, მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ ბუნბრივი კომპონენტები შესაწამლად, ამიტომაც საქართველოში პირველად, ამერიკიდან შემოტანილი იქნა ნანოტექნოლოგიებით დამზადებული კაოლინის თიხის დისპერსიული საწამლი.

ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა ხილი!

ჰოლანდიური და გერმანული ნერგები საქართველოს პირობებში გვაძლევენ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. მაგალითისთვის, გოლდენის ჯიშს პასპორტში უწერია 9,0 სიმკვრივის კოეფიციენტის პირობებში 14.2 ბრიქსის (შაქრის შემცველობა) კოეფიციენტის მაჩვენებელი; ჩვენს შემთხვევაში კი ეს მონაცემები 9.5 და 17.2-ია. მარტივად რომ ვთქვათ, ქართულ მიწაზე მოყვანილი ვაშლი საერთაშორისო სტანდარტზე უფრო ხრაშუნა და ტკბილია!

ირიგაცია და სეტყვისგან დაცვა

კომპანია ჩირინამ პომონოს ხილის ბაღებში დანერგა ორი თანამედროვე სისტემა - საირიგაციო და სეტყვისგან დამცავი სისტემები, რომელთა საშუალებითაც ვზრუნავთ ჩვენს ეკოსისტემაზე:

საირიგაციო სისტემა  

ბუნებრივი რესურსის - წყლის დაზოგვის მიზნით ათვისებულ იქნა წვეთოვანი დაწყლოვანების სისტემა, რომელიც შევიძინეთ იტალიური კომპანია IRIGET-ისგან . სისტემა  მოიცავს ხელოვნურ ტბას, ზომებით 70მx70მ, სიღრმე - 4,5 მეტრი. ტბიდან ამოღებულ წყალს, ორი მძლავრი ტუმბოს საშუალებით, წვეთის სახით ვაწოდებთ თითოეულ ნერგს.  ამ თანამედროვე სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მკაცრი კონტროლი დაწყლოვანებაზე, რათა მაქსიმალურად დაიზოგოს წყალი.

სეტყვისგან დამცავი სისტემა

მსოფლიოს ბოლო ტენდენციების თანახმად, სეტყვისგან დაცვის სხვადასხვა საშუალებებს შორის პრიორიტეტი ენიჭება ბაღების ბადის გადახურვას. მაგალითად, ავსტრიის ბაღების 85% უკვე ბადის ქვეშაა მოქცეული. ჩვენც გავითვალისწინეთ ევროპული გამოცდილება და ჩვენი ბაღები გადახურვის პროცესშია, 2015 წლის ბოლოს კი სრულად იქნება გადახურული.

ამ პროექტზე ვიმუშავეთ გერმანის ქალაქ ბონ-ის  უნივერსიტეტთან ერთად. მათმა სამეცნიერო გუნდმა, ჩვენი ნაკვეთის მიკროკლიმატური მონაცემების საფუძველზე, შეიმუშავა ბადის ოპტიმალური ვარიანტი, როგორც ფერი, ისე უჯრედის ზომა. ბადე ასრულებს როგორც სეტყვისგან დაცვის, ასევე მზის ჭარბი სიმხურვალისგან დაცვის ფუნქციას.

ბადით გადახურვა, სხვა მეთოდებთან შედარებით (ღრუბლების ფანტვა, და სხვ.), ჩვენი ეკოსისტემისთვის ყველაზე უსაფრთხოა!

 

ხილის შენახვისა და დახარისხების კომპლექსი

 

ხილის შენახვა

სამაცივრე კომპლექსი შევიძინეთ ჰოლანდიურ კომპანია GEERLOFS-ისგან. კომპლექსი აღჭურვილია ულო (ultra low oxygen) მაცივრების 8 კამერით. თითოეულის ტევადობაა 200 ტონა.

ულო ტექნოლოგია დაფუძნებულია ჟანგადის გამოტუმბვის მეთოდზე, რაც საშუალებას გვაძლევს შევინახოთ ხილი 10 თვემდე ისე, რომ სრულად შეუნარჩუნდეს სასარგებლო და საგემოვნო თვისებები. ხილი აღარ განიცდის ჟანგვით პროცესებს და ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ხილის დახარისხება

სორტირების დანადგარი  ჩირინამ შეიძინა ჰოლანდიის ლიდერ კომპანია AWETA-სგან:

  • AWETA-ს ულტრათანამედროვე დანადგარის საშუალებით ხდება შემოსული ხილის გარეცხვა და გასუფთავება ავტომატურ კონვეერზე. რომელსაც აქვს შემუშავებული უნიკალური დახარისხების მეთოდოლოგია, ის დაფუძნებულია ასობით ფოტოკამერის მიერ, მუდმივ რეჟიმში, ხილის ფოტო დაფიქსირებაზე,
  • შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავება, რის შედეგადაც ხილი ხარისხდება ფერის, ზომისა და წონის მიხედვით 12 სხვადასხვა კატეგორიად.