რჩევები
ვაშლი
ცომი ვაშლის ნამცხვრისთვის!

ცომის მომზადება ხელით

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო ცომი ვაშლის ნამცხვრისთვის ხელით მზადდება. ეს მეთოდი მარტივია და უფრო ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს ვიდრე კომბაინით მომზადება (კომბაინის უამრავი ნაწილის რეცხვაც არ მოგიწევთ)

ტექნიკა მარტივია:  ნამცხვისთვის (8 ულუფა) აიღეთ ფქვილი (2,5 ჭიქა) და მსხვილი მარილი (1 ს/კ) და აურიეთ, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი ერთი შეკვრა კუბებად დაჭრილი. და ხელით კარგად მოფშვენით თითებით, მიიღებთ მსხვილი ქვიშის კონსისტენციის მასას, შემდეგ დაუმატეთ ცივი წყალი (დაახლოებით 100-120 მლ) და ჩანგლით აურიეთ. შემდეგ ხელით რამდენჯერმე მოზილეთ, გადააბრტყელეთ დაფაზე და 30 წუთით დაასვენეთ მაცივარში. სულ ეს არის!

როგორ გავაბრტყელოთ ცომი მარტივად

ვაშლის ნამცხვრის ცომის გაბრტყელბა და შემდეგ ფორმაში გადატანა ერთ-ერთი თავსატეხია დიასახლისებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ტექნიკას, რომელიც გაგიმარტივებთ ამ პროცესს.

ცომი მოათავსეთ ორ საცხობ ქაღალდს შორის, და ისე გააბრტყელეთ, ქაღალდებს ცოტა ფქვილი მოაყარეთ (ზედმეტი ფქვილი გაამაგრებს ცომს). საცხობი ფორმის ზომა შეგიძლიათ წინასწარ მონიშნოთ ქაღალზე ფანქრით. ცომი ყოველთვის გააბრტყელეთ შიგნიდან გარეთ, რომ მიიღოთ თანაბარი სიმაღლის მასა.

ეს მეთოდი ძალიან ამარტივებს ცომის ფორმაში გადატანას: ჯერ ქვედა ქაღანდი მიაცილეთ და ჩააფინეთ ცომი ფორმაში, შემდეგ კი ზედა ქაღალდიც ააცალეთ.

ნამცხვრის გასაფორმებლად შეგიძლიათ ფანტაზიას მიმართოთ, ფოტოებში რამდენიმე მარტივ ვერსიას იხილავთ!