რჩევები
ვაშლი
რატომ უნდა მივირთვათ ვაშლი ყოველდღე

ერთი საშუალო ზომის ვაშლი შეიცავს 30-ზე მეტ ვიტამინსა და მიკროელემენტს, 100-დან 180-მდე მილიგრამ კალიუმსა და სხვა ძვირფას მინერალებს, მათ შორის ფოსფორს, კალციუმს, მაგნეზიუმსა და რკინას.

მასში 85% წყალია და დაახლოებით 60 კალორია აქვს.

  1. ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, განსაკუთრებით ვიტამინ A, C, B1.

  2. 100გ ვაშლი შეიცავს მაკროელემენტებს: კალციუმს 16მგრ, კალიუმს 278 მგრ, ნატრიუმს 26 მგრ და ა.შ.
    მიკროელემენტებს: რკინა 2,2 მგრ, იოდი 2 მკგრ, ფტორი 8 მკგრ და ა.შ.
  3. ვაშლი მდიდარია ორგანული მჟავებით

  4. ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას

  5. ვაშლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია, სასარგებლო თვისებების და მაღალი კვებითი ღირებულებების გამო

  6. ვაშლის რეგულარული მიღება ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს
  7. აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს

  8. გულსისხლძრღვთა სისტემას იცავენ ინფარქტისა და ინსულტისგან

ვაშლი აღიარებულია ერთ-ერთ უძლიერეს ანტიოქსიდანტად, შესაბამისად მიჩნეულია ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებისთვის სასარგებლო პროდუქტად.           

ამერიკული კვლევები ადასტურებს, რომ ვაშლის მოხმარება ამცირებს სიმსივნის რისკს, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ასთმის რისკს.

ფინური კვლევების მიხედვით ვაშლი ამცირებს მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს.